საავიაციო საწვავის იმპორტი შემცირდა, მთავარი მომწოდებელი კვლავ თურქმენეთია

საავიაციო საწვავის იმპორტი შემცირდა, მთავარი მომწოდებელი კვლავ თურქმენეთია

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 17,43 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,49 ათასი ტონით ანუ 9,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

მიმდინარე წლის 9 თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 3,70 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 3,16 ათასი ტონა (18,1%); გერმანია – 2,10 ათასი ტონა (12%), აზერბაიჯანი – 1,13 ტონა (6,5%); და სხვ.

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საავიაციო ნავთის იმპორტმა 92,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2,2 ათასი ტონით ანუ 2,3%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან.

მათ შორის, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 42,8%  (39,6 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 25% (23,1 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან; 13,9% (12,9 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 9,6% (8,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 8,6% (8,0 ათასი ტონა) – მალტიდან.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…